“ბათუმის წყალი” -ს განცხადება წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ბათუმი დამატების თარიღი 27 მარტი, 2018 339 კომპანია "ბათუმის წყალი" წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, დადიანის ქუჩაზე ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების დასრულების მიზნით, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს, რის გამოც ხვალ, 28 მარტს, 09:00 საათიდან, 18:00 საათამდე, წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება დადიანის ქუჩას: სერგი მესხისა და ერისთავის ქუჩების მონაკვეთში. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152", – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.