“ბათუმის წყალი” საყოფაცხოვრებო აბონენტებს წყლის ძველი დავალიანების გადანაწილებას სთავაზობს ბათუმი დამატების თარიღი 19 თებერვალი, 2018 576 "ბათუმის წყალი“ ძველი დავალიანების მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს, გადახდის განსხვავებულ გზას სთავაზობს, კერძოდ: აბონენტებს შეუძლიათ დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილების მიზნით დაწერონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში, ან გამოგზავნონ წერილი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@bats.ge განცხადებას საჭიროა თან ერთვოდეს არსებული დავალიანების წინასწარ დადგენილი პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აბონეტებს დავალიანების დაფარვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებული ფორმის მიხედვით: ძველი დავალიანება (ლარი) წინასწარი შენატანი გადანაწილების მაქსიმალური პერიოდი (თვე) 101-ლარამდე 10% 10 თვემდე 101-დან 301 ლარამდე 10% 12-24 თვემდე 301-დან 501 ლარამდე 15% 24დან – 36 თვემდე 501-დან და მეტი 20% ან მინიმუმ 100 ლარი 48 თვე აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება დავალიანების გადანაწილების პროცედურებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.