ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო ბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 აპრილი, 2018 233 თანამედროვე სტანდარტების სამსართულიან კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა წლის ბოლოს დასურულდება, კორპუსში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი. ასევე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად კი საერთო საცხოვრელის მშენებლობაც მიმდნარეობს.