ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა სამდღიანი პაუზის შემდეგ მუშაობა გაანახლა ბათუმი დამატების თარიღი 4 აპრილი, 2018 219 ეს გადაწყვეტილება პორტის თანამშრომლებმა ხელმღვანელობასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. შეხვედრის შემდეგ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ექვსი ადამიანი კვლავ განაგრძობს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას, აქციის მონაწილე 500-მდე თანამშრომელი კი შეწყვეტს პროტესტს და დაუბრონდება სამუშაოს. "მიღებული არის შეთამხმება, 6 ადამიანი ვაგრძელებთ შიმშილს სანამ დირექტორი არ გადადგება, დანარჩენებს მოგიწდებთ გავიდეთ სამუშაოებზე და დაუბრუნდე თქვენს პოზიციებს. ვიცი ეს რთული იქნება თქვენთვის მაგრამ ორმხრივე მხარე წავედით კომპრომისზე და ეს აუცილებელია." – განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ თენგიზ სურმანიძემ. ამ დროისთვის პორტის ადმიისტრაციული შენობის მიმღებში დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მხოლოდ 6 მოშიმშილე რჩება. ისინი ხვალ ყაზახეთიდან კომპანიის გენერალურ მმართველებს ელოდებიან. შესაძლოა მათი საქართველოში ვიზიტის შემდეგ დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა თანამდებიბაც დატოვოს.