ბათუმის საზღვაო ნავსადგური დირექტორი: ადმინისტრაციის შემცირების შესახებ განცხადება არ ყოფილა ბათუმი დამატების თარიღი 2 აპრილი, 2018 202 ბათუმის საზღვაო ნავსაგურის ადმინისტრაციულ შენობასთან მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. ნავსადგურში დასაქმებულები თანამშრომელთა უსაფუძვლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში ბევრად მეტ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება. როგორც "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ს გენერალური დირექტორი დანიარ მუხამედ-რახიმი ჟურნალისტებთან აცხადებს, არ იგეგმება ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირება. "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის შემცირების შესახებ განცხადება არ ყოფილა. ეს განიხილება, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. თუმცა, ზოგიერთმა სამართალდამცავმა ეს გამოიყენა იმისთვის, რომ პორტში სიტუაცია დესტაბილიზაციისკენ ყოფილიყო მიმართული. ყველას მოსწონს პორტში მშვიდად მუშაობა. ამჟამად პორტი მუშაობს, მაგრამ გადამზიდავი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან ამ დროისთვის პორტში გემები არ შემოდიან. გრაფიკის თანახმად, გემები გვიან, დღის განმავლობაში შემოვლენ“,-განაცხადა მან. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორც შეიძლება ვითარების დარეგულირება და რას გეგმავს ის სამომავლოდ, მან განაცხადა: "პირველ რიგში, პროფკავშირებთან შეხვედრის გრაფიკი გვაქვს. შემიძლია ჟურნალისტებს გაჩვენოთ. შეხვედრის განრიგზე თარიღიც იყო მითითებული და მას ადმინისტრაცია ახორციელებდა, თუმცა ჩვენი შეხვედრები არაერთხელ ჩაიშალა. ბატონი სურმანიძე ჩვენი თანამშრომელია და მან არაერთხელ ჩაშალა ეს შეხვედრები. გასული კვირის განმავლობაში ვერცერთი დიალოგი ვერ შედგა."