ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 მაისი, 2018 200 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი რაიონის სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ,თუმცა ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა, განადგურდა ავეჯი და ტექნიკა. ადგილოვრივები სახანძრო – სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ მოქმედებაზე საუბრობენ, რის გამოც სახლი სრულად დაიწვა. რა სახით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.