ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 აგვისტო, 2018 128 უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტში. გვიან ღამით, სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა 31 წლის მამაკაცმა სანადირო თოფის გასროლით თავი მოიკლა. თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მეზობლები ფსიქიკურ აშლილობას ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.