ახმეტაში, სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 იანვარი, 2018 356 ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი და თბილისის სამაშველო ჯგუფები. ახმეტის გამგებლის მოადგილის, ვქჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მამუკა ძებნიური ბოლოს ორი დღის წინ სახლისკენ მიმავალი ნახეს. "მაშველები ნავებით შევიდნენ იმ გვირაბში, სადაც სავარაუდოდ ზესაძლებელი იყო ყოფილიყო მამაკაცის გვამი წყალში ჩავარდნის შემთხვევაში, თუმცა გვირაბში ცხედარს ვერ მიაკვლიეს. გვირაბის იქით კი უკვე ჰესია და ვერც იქ მოხდა გვამის აღმოჩენა. ვფიქრობ, სამუშაოები უკვე სხვა მიმართულებით გაგრძელდება. ამ დროისთვის მაშველებმა უკვე 4 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი გაიარეს",- განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა ,,აიპრესთან,, საუბრისას. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგულის ძებნის სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ამ დროისთვის შეწყვეტილია და სამაშველო ჯგუფები მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ.