ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ახალციხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 აპრილი, 2018 266 ამ დროისათვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხე-ჭვინთა-ელიაწმინდის საავტომობილო გზაზე (მესამე ეტაპი), სადაც 3,100 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 864 781 ათასი ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით სრულდება გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ჭვინთისა და ელიაწმინდის მაცხოვრებლები ადმინისტრაციულ ცენტრს უკვე ასფალტირებული გზით დაუკავშირდებიან. ამ ეტაპზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ჯამში 18,050 კილომეტრის გზა მოწესრიგდება. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად მუნიციპალიტეტში მზადდება პროექტები და სატენდერო წინადადებები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.