ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 აგვისტო, 2018 185 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, 2018 წლის 25 აგვისტოს 04:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.