ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია სიახლეები დამატების თარიღი 16 აპრილი, 2018 281 შეგახსენებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობისთვის, ღვინის კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა გაიარეს რეგისტრაცია, 21 თებერვლიდან – 5 აპრილის ჩათვლით. ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების მხრიდან აქტივობა დიდი იყო. სულ დარეგისტრირდა 500 მდე მონაწილე, აქედან, 81 ღვინის დიდი კომპანია და საშუალო, 236 მცირე საოჯახო მარანი, 6 სხვა კომპანია – ღვინის აქსესუარები, ჭურჭელი, დანადგარები, გამომცემლობა, ფინანსური სერვისები და მცირე მეწარმეები. ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საფესტივალოდ სულ 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ღვინის კლუბის მიერ შერჩეული სადეგუსტაციო კომისია, კომპეტენტური ღვინის პროფესიონალებისა და ექსპერტების შემადგენლობით, ეტაპობრივად ატარებენ დეგუსტაციებს ფესტივალის პარტნიორ ღვინის ბარ g.vino-ში. დეგუსტაციაზე ღვინო ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ვიზუალი (0-2 ქულა), სურნელი (0-4 ქულა) და გემო (0-4 ქულა). საუკეთესო შეფასება, თუ ყველა კრიტერიუმში მაქსიმალური ქულა აიღო, არის 10. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს. ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება. მაშ ასე, ახალი ღვინის ფესტივალი 2018 მიესალმება მონაწილე კომპანიებს: ალაფიანის მარანი ალექსანდრე დისტილერი აპოგიოსი არტიზანი ასკანელი ახმეტის ღვინის სახლი ბაბანეურის მარანი ბატონო ბურჯანაძე-შანიძის მარანი ქვიბარი Bq Wine Bar გოცას ღვინო გურამ ბერუაშვილის მარანი დავით მიხელიძის მარანი დარსა დორემი ენოგრუპი Ethno ვაზიანი კომპანი ვარციხის მარანი ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი ვინო მარტვილე ზეკარი ზურაბ თოფურიძის მარანი იბერიელი თბილღვინო თელავის ძველი მარანი თელიანი ველი იმერული ღვინის სახლი კალამი კახური Color Pack კოოპერატივი გავაზის საუკეთესო ვენახები კორპორაცია ქინძმარაული კონჭო&კო Kostarov Family Winery LAPATI WINES ლექსოს მარანი Loladze Family winery ლომთაძეების მარანი ველისციხე მარანი სანავარდო მეღვინეობა ართანა მეღვინეობა გუდა მიშო პაპა მარანი კასრელი მანაგაძეების ღვინის კომპანია მართალი ღვინო მეღვინეობა ხარება ნაბერაული ნაოტრები ნიამორი ნიკიფორე ნიკა ვაჩეიშვილის მარანი ნოდარ ბაღაშვილის მარანი ორი მარანი საგვარეულო მარანი სამთავისის მარანი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი საქართველოს სული საქველმოქმედო კავშირი თემი საწნახელი სესიაშვილის მარანი სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი Sun Wine ტაბლა ნოვა ტიფლისკი ვინნი პოგრებ ტოგონიძის ღვინო ფაფრის ველი Khashmi Family Winery ქართული ღვინოები ქართული ღვინის სახლი ღვინის კომპანია შუმი ღვინის ქურდები შავგულიძის შავკაპიტო შალვინო შატე შატო ხაშმი შენი ღვინო ჭონას მარანი ხოხბის ცრემლები ჯაყელების ღვინო ჯივაინი ჯიველი სხვა კომპანიები: BDO საფერიკო გამომცემლობა "ავტოგრაფი" Vinorob ხურჯინი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა: ფოტია Irendesign არტმანი ქართული სუფრა ნიკოლოზ ნუცუბიძისგან Xati.Z. Accessories ლია სახიაშვილი, ხელნაკეთი ნივთები Iveri Handmade Jewelry MB Enamel ტრადიციული მოდის სახლი Mz Ceramics გახსენი ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი. ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად. ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ. ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით – ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი დიდგორი, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი და ხონის სახალხო სასულე ორკესტრი. იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა. საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, რადიო Jako fm. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ღვინის ბარი g.vino. © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი