აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ისევ ვაკანტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 11 ივნისი, 2018 179 ინფორმაცია "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრსსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე ოთხი თვის წინ დანიშნულმა მანუჩარ კაციტაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მათივე განმარტებით იგი მუშაობას თბილისში გააგრძელებს. ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებიბას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს რამდენიმე დღეში გაავრცელებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბათუმის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მეექვსედ იცვლება. ყველა ცვლილების მიზეზად სამინისტრომ როტაციის პრინციპი დაასახელა.