აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 2018 წელს შემოსავლების ნაწილში 44 მილიონით იზრდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 31 ოქტომბერი, 2017 342 აჭარის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონით განისაზღვრა. საპროგნოზო დოკუმებტის მიხედვით 6 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. თანხა 65-თ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, 190 ხელოვნური ნაგებობისა და 14 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდება. 32 პროცენტით გაიზრდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. სარეკლამო ქვეყნებს სიას მომავალ წელს დიდი ბრიტანეთიც დაემატება. 19 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. სამინისტრო მომავალ წელს ბათუმი-ქედა- ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობას გეგმავს. ღომას მთაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ბათუმის ბულვარში კი ცენტრალური გზის გასწვრივ საპარკინგე ტერიტორიები მოეწყობა. 14 ახალი სკოლის მშენებლობასა და 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნული საკითხები მთავრობის სხდომაზე დღეს რესპუბლიკის მინისტრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა. 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი უახლოეს მომავალში ჯერ განსახილველად, შემდეგ კი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს.