აჭარის მთავრობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან თანამშრომლობას იწყებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 21 აგვისტო, 2018 127 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას რეგიონს სტუმრობს. ოფიციალურ დელეგაციას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. პოლონეთის რესპუბლიკაში 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები როგორც მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან, ასევე, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოებისა და ბიზნეს ცენტრის წარმომადგენლებთან. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულება. დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ავიაციის მუზეუმს და დაესწრებიან ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება.