აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ ესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 6 მარტი, 2018 227 აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ ესწრება. ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის ბოიკოტი კონსტიტუციის პროექტის შინაარსობრივმა მხარემ გამოიწვია. მათი მტკიცებით განხილვებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ასევე იქნება დამტკიცების პროცესიც, რაშიც მონაწილეობას არ აპირებენ. დღეს დეპუტატებმა პირველი მოსმენით უნდა დაამტკიცონ აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი. „როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ, ისე დატკიცდა, საზოგადოების აზრი არ იყო გათვალისწინებული. ხელისუფლება არ იყო მზად ასევე აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესში საზოგადოება ჩაერთო. არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი შენიშვნა და წინადადება. ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნება კონსენსუსის საფუძველზე, განცდა დამრჩა რომ აჭარის კონსტიტუციას არ იღებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეს ვერსია სავარაუდოდ დაგიწერეს და გადმოგცეს, როგორც განხილვა იყო ფორმალური ხასიათის, ასევე იქნება დამტკიცებაც ასეთ განხილვას ბოიკოტს ვუცხადებთ“-განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძემ. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებბს უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ უპასუხა: „ პოზიტიური განწყობა მაქვს, ეს არ არის ერთი კაცის კონსტიტუცია, ეს არ არის ვარშალომიძის კონსტიტუცია, რომელიც არც კი აბარებდა ანგარიშს უმაღლეს საბჭოს, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში იქნება ეს კონსტიტუცია კარგი, აჭარის მთავრობის თავმჯდოპმარის საკანონმდებლო ორგანოსთან ანგარიშვალდებულების საკითხში, მე კმაყოფილი ვარ განხილვებით და ასევე პროექტი,“-განაცხადა ჩხეტიამ. საგაზაფხულო სესიის პირველი სხოდამ აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის გარეშე მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ევროპული საქართველოსა და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები.