აჭარის განათლების სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 14 აგვისტო, 2018 134 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საჯარო ლექციების ორგანიზება: თომას ჰილანდ ერიქსენი – ანთროპოლოგიის დოქტორი, ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი. საჯარო ლექცია თემაზე: სოციალური ანთროპოლოგია – თანამედროვე პრობლემები, გლობალიზაცია და იდენტობა; თამარ გაგოშიძე – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. საჯარო ლექცია თემაზე: კომპიუტერული ტექნოლოგიები, განვითარება და შემეცნება; მანუჩარ შერვაშიძე – მაგისტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. საჯარო ლექცია თემაზე: „მანუჩარ შერვაშიძის მოღვაწეობა თეატრსა და კინოში“. 2018 წლის 13 აგვისტოს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების ორგანიზების მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ტენდერის პირობების გასაცნობად გადადით ლინკზე: www.spa.ge. სატენდერო განაცხადის ნომერია NAT 180012687. წინადადებების მიღება იწყება 21.08.2018, 00:00 სთ. წინადადებების მიღება მთავრდება 24.08.2018 12:00 სთ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6323 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).