აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე “Art Yoga Studio”- ს წარმომადგენლებს შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 15 მაისი, 2018 206 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე “Art Yoga Studio”- ს წარმომადგენლებს ქალაქ ასტანიდან, ნაზირა მუბაროვასა და ასემა ოტეპოვას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს იოგას როლი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ასევე, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით მისი განვითარების პერსპექტივები აჭარაში. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იოგის ხელოვნების, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.