აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 13 აპრილი, 2018 214 ჩაქვის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, რომლითაც მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა. შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონს საჭირო რაოდენობის პრეპარატები უკვე გადაეცა, ჯამში 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი, რეგიონში მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. პარალელურად ადგილობრივი მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვებაში დამატებით სპეცტექნიკა გამოყოფს. შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ფაროსანას სპეციაური დამჭერი (ფერომონი) ყველა მუნიციპალიტეტში დამონტაჟდება. ფერმერებს თანადაფინასებით შემასხურებელი აპარატებიც გადაეცემათ. აპარატის ღირებულების 80 პროცენტს აჭარის მთავრობა დაფარავს