აჭარაში სარფის სანაპიროსთან 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში ცურვის დროს დაიხრჩო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 11 ივნისი, 2018 164 ცხედარი მაშველებმა წყლიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში "აიპრესს" განუცხადეს, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. რა გახდა ცურვის დროს მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.