აჭარაში, რეგიონის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 301 აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი სულიკო თებიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ცისკარაძე, დეპარტამენტის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ამავე სამმართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ზვიად ჯაფარიძე ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს რეგიონის სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობის გააუმჯობესება წარმოადგენდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა აღნიშნა, რომ განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგ-მოდულს,რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მასწავლებლის მომზადება, რათა შეძლონ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკის შემცირებაში წვლილის შეტანა, ჩაატარონ რეგულარული სიმულაციები მოსწავლეებისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად და მოამზადონ საჭირო მასალა საგანგებო სიტუაციისათვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.