“არტ-გენი” წელს პირველად ლანჩხუთში ჩატარდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 მარტი, 2018 259 ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ლანჩხუთში ჩატარდება. 24 ივნისს ფესტივალი საზეიმოდ სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. ამასთან დაკავშირებით "არტ-გენი“-ს ორგანიზატორები მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ და სახვადასხვა საკითხები განიხილეს. ფესტივალზე დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.