ამ წუთებში ფოთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 70- საოლქო კომისიის წინ აქციას მართავენ ფოთი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 370 ამ წუთებში ფოთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები 70- საოლქო კომისიის წინ აქციას მართავენ.ისინი 31-ე საარჩევნო უბანის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში დიდი ოდენობით ბიულეტენი ჩაყარა, რასაც უბანზე დაპირისპირება მოჰყვა. მერობის კანდიდატებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი კომისიის წევრების და წარმომადგენლების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ,,ჩემი კომისიის წევრმა უბანზე დააფიქსირა კანონდარღვევა, რომ ბიულეტენებს ყრიდა კომისიის თავმჯდომარე. საქმე გვაქვს არჩევნებისტოტალურად გაყალბებასთან. მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემს დამკვირებლებს უბანი დაეტოვებინა, რადგან იქ ხმების დაცვას უკვე აზრი არ ქონდა,“- განუცხადა ჯურნალისტებს ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ. ხმის დათვლის პროცედურის დროს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ეს მიზანმიმართულად მოხდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიები მათი მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ფოთის საოლქო კომისიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.