ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ერთი საჩივარია დაწერილი კახეთის მხარე დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 368 ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ერთი საჩივარია დაწერილი. თელავის №17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი ,,ევროპულმა საქართველომ,, დაწერა. პარტიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის #29 საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარი კანდიდატი აგიტაციას ატარებდა, რაც კანონდარღევაა. თელავის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივარს შეისწავლიან, რაც შეეხება სხვა სახის დარღვევებს, კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.