აზიური ფაროსანას პრევენციასთან დაკავშირებით ქობულეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მაისი, 2018 154 რა ეფექტური გზებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს, ამ მიზნით დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ ქობულეთის მერიაში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, შედეგების და სამოქმედო გეგმის შესახებ. ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელბული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით უკვე დამუშავებულია მაღალი გავრცელების რისკის ზონის 20-მდე სოფელი. რეგიონში, მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე მზადაა შპს მექანიზატორის 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.