აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გზების მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა აბაშის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 სექტემბერი, 2017 674 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა,- ამის შესახებ ინფორმაიას მუნიციპალიტეტის გმგეობა ავრცელებს. მე-3 ეტაპის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი იგება: · თავისუფლების და კილასონიას ქუჩის ჩიხებში; შუბლაძის ქუჩაზე (დ. კაჭარავას გადაკვეთიდან სკოლის მიმართულებით გზა); · ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან გაბელაიას ქუჩამდე გზა); · იოსელიანი ქუჩაზე; · ცანავას ქუჩაზე ( გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე); · ალექსანდრე აბაშელის ქუჩაზე; · ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზაზე. გზის სარემონტო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელი ნოსირის საზღვრამდე. სამუშაოებს ახორციელებს ელ-ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. "არქეოპოლისი" „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 7 525 629 ლარს.